უკრაინის ელჩი ნატოში: კიევს 1 მლრდ ევრო ესაჭიროება წლის ბოლომდე აშშ-ისგან იარაღის შესასყიდად

ალიონა ჰეტმანჩუკი რადიო თავისუფლების ოფისში. კიევი, 9 ნოემბერი, 2016.

უკრაინას 1 მილიარდი ევრო ესაჭიროება აშშ-ისგან იარაღის შესასყიდად მიმდინარე წლის ბოლომდე, განუცხადა Bloomberg News-ს ნატოში უკრაინის ელჩმა, ალიონა ჰეტმანჩუკმა.

„ძალზე მადლიერი ვიქნებოდით მოკავშირეთა მხრიდან ახალი შენატანებისთვის, რათა უკრაინამ დაუბრკოლებლად შეძლოს შეიარაღების მიღება PURL-ის გზით,” თქვა ჰეტმანჩუკმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, სამშვიდობო დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები „არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც იმის სიგნალი, რომ უნდა შეწყდეს უკრაინის დახმარება და რუსეთზე ზეწოლა“.

ინიციატივა PURL („უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია“) ნატოს წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, კიევისთვის აშშ-ისგან შეისყიდოს შეიარაღება.

ჰეტმანჩუკის თქმით, პროგრამა ძალზე ეფექტიანად მუშაობს: მან დაფარა Patriot-ების შეძენისთვის საჭირო დაფინანსების 75% და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსების 90%.

კანადამ, გერმანიამ, ნიდერლანდმა, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებმა 2,5 მილიარდი ევრო გამოყვეს PURL-ისთვის, მას შემდეგ რაც ის შეიქმნა წელს ზაფხულში.

ასევე ნახეთ მაკრონმა და ზელენსკიმ მოკავშირეებთან ითათბირეს სამშვიდობო გეგმაზე
ასევე ნახეთ “მტერი უნდა გამოფიტო, თუნდაც ალყაში იყო მოქცეული” - უკრაინული არმიის ბრიტანელი ვეტერანი შონ პინერი