რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 25 ნოემბერს, დილით დრონები დააფიქსირეს გალაცის, ტულჩის და ვრანჩის რაიონებში. ადგილობრივ მოსახლეობას გაეგზავნა ელექტრონული შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
რუმინეთის საჰაერო სივრცის კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში სამიზნეების ჩამოგდების მიზნით, სამხედრო ბაზებიდან გაიგზავნა ორი გამანადგურებელი Eurofighter Typhoon და ორი გამანადგურებელი F16.
ასევე ნახეთ კიევში ექვსამდე გაიზარდა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვირუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რადარებმა პირველი საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დააფიქსირეს, დაახლოებით ერთ საათში ის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა, თუმცა მალევე რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა მეორე აპარატი.
დილის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროს ხმელეთზე რაიმე ინციდენტი არ დაუდასტურებია. მოქალაქეებისგან შეტყობინება არ მიუღია საგანგებო სიტუაციების სამსახურს.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევისას დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა 19 ნოემბერსაც. მსგავსი ინციდენტი ადრეც რამდენჯერმე მოხდა.
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა გასული ღამიდან დაიწყეს. დარტყმა იყო რუმინეთთან მოსაზღვრე ოდესის ოლქზეც.
ასევე ნახეთ სამშვიდობო ჩარჩო უკრაინისთვის - რით განსხვავდება შეთანხმების ამერიკული და ევროპული პროექტები, რა სურს მოსკოვს და რას ელის ტრამპი?