უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერჰიი კისლიცამ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება და 23 ნოემბერს მონაწილეობდა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებაში, დღეს, 24 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ფრანგულად დაწერა, რომ „ეს იყო გრძელი, მაგრამ პროდუქტიული კვირადღე ჟენევაში“.
„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დარჩით უკრაინელებად მიუხედავად ყველაფრისა“, - მიმართავს დიპლომატი თანამოქალაქეებს.
ასევე ნახეთ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა გაავრცელეს განცხადება ჟენევაში მოლაპარაკების შესახებაშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებაზე დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.
მოლაპარაკების ამ რაუნდის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, განხილვამ აჩვენა არსებითი პროგრესი პოზიციების შეთანხმებასა და შემდგომი მკაფიო ნაბიჯების განსაზღვრაში, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა სცემდეს პატივს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა და მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.
უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას საერთო წინადადებებზე, მჭიდრო კონტაქტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებთანაც, ჩარჩო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებებს კი უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ჟენევაში პირველი შეხვედრები აჩვენებს, რომ აშშ-მა შესაძლოა გაითვალისწინოს კიევისთვის მნიშვნელოვანი შენიშვნები ასევე ნახეთ რუბიოს თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდებაგასულ კვირაში მედიამ მოიპოვა უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახავს რუსეთის მოთხოვნებს. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა 20 ნოემბერს დაადასტურა შეერთებული შტატებისგან გეგმის მიღება.
21 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე - ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.
ასევე ნახეთ მძიმე არჩევანის წინაშე - აშშ-ის სამშვიდობო გეგმა და რთული დათმობები უკრაინისთვის23 ნოემბერს უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დაწყების დღეს კიევის დელეგაციისგან მიღებული პირველი ანგარიშების შედეგების მიხედვით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა რომ შეერთებული შტატების წინადადებებში შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს უკრაინის ხედვაზე დაფუძნებული და ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზოგიერთი ელემენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჟენევაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ კიევი უარს ამბობს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებზე, ევროპელებთან ერთად უნდა ესმოდეს, რომ ფრონტის ხაზის ძირითად მონაკვეთებზე აუცილებლად განმეორდება ის, რაც კუპიანსკში მოხდა. ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი, როგორც პუტინმა თქვა, ნოემბრის დასაწყისისთვის „პრაქტიკულად, მთლიანად და სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში იყო“.
ასევე ნახეთ ხარკოვში მსხვერპლია რუსული დრონებით მორიგი დარტყმის შედეგად