მსხვერპლის შესახებ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებიან. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
დრონებით დარტყმა იყო ხარკოვის შევჩენკოს და სალტოვის რაიონებზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დანგრეულია ერთი შენობა, ხანძარი გაჩნდა სამ სახლში და ინფრასტრუქტურის ობიექტზე.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს ჩერნიგოვის ოლქსაც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 24 ნოემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, სევერსკის რაიონში დრონებით დარტყმა იყო სახანძრო სამსახურის დაკეტილ შენობასა და სახლზე, სადაც ხანძრები გაჩნდა.
ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დმიტრო ბრიჟინსკის ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილშიც.
განახლება: ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსული დრონებით დარტყმა იყო ოლქის სამხრეთში მდებარე სამოქალაქო საპორტო ინფრასტრუქტურაზე, დაზიანებულია დანადგარები და ხანძარი გაუჩნდა გემს, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის. კონკრეტულად სად, კიპერს არ უთქვამს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 162 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 125 მოიგერიეს. სარდლობამ დაადასტურა 37 რუსული დრონით პირდაპირი დარტმა 15 ადგილზე.
ფორუმი