ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა მოსკოვში დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს თურქეთში გამართავს.
უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი 2025 წლის მაის-ივლისში გაიმართა თურქეთის ქალაქ სტამბოლში და ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ტყვეთა გაცლაა. გაცვლის პროცესი ოქტომბრის დასაწყისიდან აღარ განახლებულა. ომის დასასრულებლად ივლისის შემდეგ არ გამართულა პირდაპირი მოლაპარაკების ახალი რაუნდი, რის გამოც მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
დღეს, 18 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ხვალ შეხვედრები ექნება თურქეთში: „ვამზადებთ მოლაპარაკებების აქტივიზაციას და გვაქვს შემუშავებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებს შევთავაზებთ. მთელი ძალებით ომის დასრულების მოახლოება უკრაინის პირველი პრიორიტეტია. ვმუშაობთ იმაზეც, რომ განახლდეს ტყვეთა გაცვლა და დაბრუნება“.
ასევე ნახეთ ზელენსკი ამზადებს „პრინციპულ სწრაფ გადაწყვეტილებებს“სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
„მოლაპარაკებების აქტივიზაციის“ შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მოსკოვში ბრიფინგზე თქვა, რომ „როგორც ჩანს, ზელენსკის მხედველობაში ჰქონდა კონტაქტები“, რომლებიც ხვალ თურქეთში ექნება.
პესკოვის თანახმად, კრემლი შედეგებს დაელოდება და თუ თურქული მხარე ან უიტკოფი რუსული მხარის ინფორმირებას საჭიროდ ჩათვლიან, პრეზიდენტი პუტინი „საუბრისთვის ღიაა“.
ასევე ნახეთ ტრამპმა გააუქმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრათურქეთის ინიციატივით უკრაინასა და რუსეთს შორის 2025 წლის მაის-ივლისში გამართული მოლაპარაკებებისას რუსეთმა უარი თქვა უკრაინაში ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე და უკრაინას გადასცა მემორანდუმი თავისი პირობებით.
კრემლის პირობებს შორისაა ყირიმის და დონბასის რუსეთის ტერიტორიებად აღიარება და უკრაინის ნეიტრალიტეტი. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დათმობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას არ აპირებენ.
ასევე ნახეთ როგორ ეხმარება ბრიტანეთში ვეიპების აკრძალვა უკრაინელ ჯარისკაცებს