აშშ-მ ნატოს მოკავშირეებსა და უკრაინას იარაღის მიწოდება შეუჩერა მთავრობის საფინანსო კრიზისის, ე.წ. შატდაუნის გამო

აშშ-მა ნატოს მოკავშირეებსა და უკრაინას იარაღის მიწოდება შეუჩერა მთავრობის დაფინანსების ("შატდაუნი") შეწყვეტის გამო.

Axios-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც იარაღის მიწოდებას ზედამხედველობენ, უხელფასო შვებულებაში არიან.

გამოცემის ცნობით, ოქტომბერში სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკურ-სამხედრო საქმეთა ბიუროს მხოლოდ მეოთხედი მუშაობს სრულად. ეს ოფისი ზედამხედველობს იარაღის მიწოდებას. შედეგად, მნიშვნელოვნად შენელდა იარაღის მიწოდების პროცესი.

ეს გავლენას ახდენს როგორც პირდაპირ სამთავრობო კონტრაქტებზე, ასევე კერძო კომპანიების მიერ ლიცენზირებული იარაღის მიწოდებაზე. კერძოდ, დაზარალდა AMRAAM-ის და HIMARS-ის ტიპის რაკეტების მიწოდება, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს, ასევე საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება დანიიდან, ხორვატიასა და პოლონეთიდან.

ფედერალური მთავრობის დაფინანსების შეწყვეტა 1 ოქტომბრიდან აშშ-ში ამჯერად ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა ქვეყნის ისტორიაში.

ასევე ნახეთ ამერიკელმა სენატორებმა მიაღწიეს შეთანხმებას „შატდაუნის“ შესაწყვეტად

„შატდაუნის“ გამო დაახლოებით 1,5 მილიონი ფედერალური მოხელე იძულებით შვებულებაშია ან უხელფასოდ მუშაობს, მილიონობით ამერიკელს კი შეზღუდული აქვს წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე. ახალი შეთანხმებით, ამ კვირაში შესაძლებელია დროებითი დაფინანსების შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც ფედერალური სამსახურები 30 იანვრამდე დაფინანსებას ითვალისწინებს.