საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს. დააკავეს”.
განახლება: დაკავებული ნ.ს. სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერია.
7 ოქტომბერს შსს ამავე საქმეზე კიდევ 4 პირის დაკავების შესახებ იუწყებოდა, 6 ოქტომბერს კი - 13-ის.
4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. მათ სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ ბურჭულაძის საქმეს „ოცნების“ ყოფილი წევრი განიხილავს ასევე ნახეთ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეეფარდათსაქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ" „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
ასევე ნახეთ პოლიციელები, დემონსტრანტები, ჟურნალისტები - 4 ოქტომბრის აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდაშინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა და ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.