ფოთში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ხმების 100% მიიღო

ცესკოს მონაცემების მიხედვით, ბექა ვაჭარაძეს ხმა მისცა არჩევნებზე მისულმა ყველა - 14 431 ამომრჩეველმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ წევრი ბექა ვაჭარაძე იყრიდა კენჭს.

ასევე ნახეთ აქტივობა ოლქებში, სადაც „ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 100% მიიღეს - ინტერაქციული რუკა

ცესკოს მონაცემების მიხედვით, ბექა ვაჭარაძეს ხმა მისცა არჩევნებზე მისულმა ყველა - 14 431 ამომრჩეველმა და, ჯამში, ხმების 100% მიიღო.

რუსთავის მოქმედმა მერმა ნინო ლაცაბიძემ ხმების 91,9% (30 962 ხმა) მიიღო.

ქუთაისის მერის სავარძელს დაიკავებს დავით ერემეიშვილი, რომელმაც ხმების 85,6% (37 635 ხმა) მიიღო.

ბათუმში მერის არჩევნებში 80,6%-ით (42 815 ხმა) გაიმარჯვა გიორგი ცინცაძემ.

თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა და თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძე ხმების 71,5%-ით პირველი ადგილი დაიკავა. მან ჯამში 214 872 ხმა მიიღო.

ასევე ნახეთ 64-ვე მუნიციპალიტეტში „ოცნება“ იმარჯვებს, ზოგან 100%-ით - ცესკოს პირველადი მონაცემები

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.