ის მოლდოვაში ავიაკომპანია Aegean Airlines-ის რეგულარული რეისით ჩაიყვანეს, საბერძნეთში მისი დაკავებიდან ორი თვის თავზე. საბერძნეთში ის დუბაიდან ჩავიდა.
როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური წერს, იუსტიციის მინისტრზე ვერონიკა მიხაილოვ-მორარუზე დაყრდნობით, პლაჰოტნიუკი კიშინიოვის მე-13 სასჯელაღსრულების დაწესებულებში გადაჰყავთ.
ოლიგარქის ტრანსპორტირება კოორდინირებული იყო მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინტერპოლს შორის.
ექსტრადირებისას კიშინიოვის აეროპორტთან პლაჰოტნიუკის ათამდე მხარდამჭერი შეიკრიბა, მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო და პლახოტნიუკის მხარდამჭერი პლაკატები ეჭირათ.
პლახოტნიუკის მხარდამჭერები კიშინიოვის აეროპორტში
მოლდოვაში პლაჰოტნიუკზე გაცემულია 30-დღიანი პატიმრობის ოთხი ორდერი. მას ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ედება, მათ შორის, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თაღლითობასა და დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებაში.
მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა ვერონიკა მიხაილოვ-მორარუმ განაცხადა, რომ პლაჰოტნიუკი „უსაფრთხოების მიზნით“ მე-13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცალკე საკანში მოთავსდება, ვინაიდან მას წარსულში საჯარო თანამდებობები ეკავა - 2010 წლიდან 2013 წლამდე ის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე - დეპუტატი.
ასევე ნახეთ როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას26 სექტემბერს, პლაჰოტნიუკი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, სადაც უნდა გაიმართოს მოსმენა 2014 წელს სამი მოლდოვური ბანკიდან „მილიარდი დოლარის ქურდობის“ საქმეზე.
ამ საქმეზე ბრალი შვიდ ბანკირს აქვს წაყენებული, მათ შორის მოლდოვის ეროვნული ბანკის ყოფილ აღმასრულებლებს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობაში.
მოლდოვის ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა ვლადიმირ პლაჰოტნიუკმა, ქვეყანა დატოვა 2019 წლის ივნისში, პარლამენტში მმართველი კოალიციის დაშლისა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა ცალკეულმა ქვეყნებმა.
2022 წელს "სისტემური კორუფციისა" და მოლდოვის არჩევნებზე გავლენისთვის გაწეული ძალისხმევის გამო, პლაჰოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა.
ასევე ნახეთ ევროკავშირს მოლდოვის „ოკუპაციის გეგმა“ აქვს - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური