უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 22 სექტემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ქვედანაყოფის, „მოჩვენებების“ „ოსტატებმა“ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე „დაიჭირეს“ ორი ბე-12 და ისტორიაში პირველად დაარტყეს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ძვირადღირებული დანადგარებით აღჭურვილ ამ თვითმფრინავებთან ერთად ყირიმში დაარტყეს მი-8 ტიპის კიდევ ერთ რუსულ ვერტმფრენს. სამხედრო დაზვერვა ოპერაციის დეტალებს არ აკონკრეტებს.
ერთი დღით ადრე, 21 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ანექსირებულ ყირიმში მი-8 ტიპის სამი რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ იუწყებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყირიმში თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განადგურების შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ ანექსირებულ ყირიმში დრონებით შეტევა იყო სანატორიუმ „ფოროსზე“