ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, 14 ივლისს გამოაცხადებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალ გეგმას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, არამედ შეტევით იარაღსაც. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, დონალდ ტრამპს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა რუსეთის პრეზიდენტთან 3 ივლისს გამართულმა სატელეფონო საუბარმა, რომლის დროსაც პუტინმა მკაფიოდ მიანიშნა ომის ესკალაციის გეგმაზე.
ასევე ნახეთ აშშ უკრაინისთვის Patriot-ებს გაგზავნის - ტრამპიროგორც Axios-ი წერს, პუტინთან საუბრიდან მალევე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აცნობა, რომ პუტინს განზრახული აქვს მომდევო 60 დღის განმავლობაში მიმართოს ახალ ძალისხმევას ოკუპაციისთვის უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი პლაცდარმი აქვს.
ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ტრამპმა მაკრონს უთხრა, რომ პუტინს ამ ყველაფრის წაღება სურს.
ასევე ნახეთ ტრამპმა პუტინთან საუბრისას უკრაინაში ომის დასასრულებლად პროგრესს ვერ მიაღწიარუსეთის მიერ ამჟამად ნაწილობრივ ოკუპირებულია უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები.
ბოლო პერიოდია რუსეთის ჯარები ე.წ. ბუფერული ზონის შექმნის საბაბით ინტენსიურად უტევენ ხარკოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქების სასაზღვრო რაიონებსაც.
ასევე ნახეთ „დამქანცველი ხოცვა-ჟლეტა“ - დაიწყო თუ არა რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევა?