აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რა განცხადება იქნება ეს.
დონალდ ტრამპმა ისევ გამოხატა რუსეთით იმედგაცრუება უკრაინაზე მასირებული შეტევების გამო და ისიც განაცხადა, რომ კონგრესი მიიღებს კანონპროექტს ახალი და მტკივნეული სანქციების შესახებ.
ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სანქციების ამოქმედება საბოლოოდ მან უნდა გადაწყვიტოს.
ასევე ნახეთ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრ სანქციებს - ჟან-ნოელ ბაროშეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებითვე, ნატოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ალიანსი შეიძენს.
ტრამპის თანახმად, აშშ გეგმავს ნატოს გაუგზავნოს სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი და შემდეგ მათ ნატო გაანაწილებს.
ამ კვირაში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას გადასცეს ერთი Patriot-ი. ეს იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან დღემდე უკრაინა იღებს ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ სამხედრო დახმარებას.
ასევე ნახეთ „დიპლომატიური საშუალებები ამოწურულია“ - გერმანიის კანცლერი უკრაინაში ომის დასრულებაზე10 ივლისს, სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უახლოეს ხანში მიიღებს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის პირველ გადაწყვეტილებას. სავარაუდო ღირებულებად დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სახელდება.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო და აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.
უკრაინა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დასთანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთმა ეს ინიციატივა კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვა.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარს ამბობს და განაცხადა რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
ასევე ნახეთ რუბიოს თქმით, აშშ-მა და რუსეთმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალი იდეები გაცვალეს