Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიოს თქმით, აშშ-მა და რუსეთმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალი იდეები გაცვალეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. 10 ივლისი, 2025.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. 10 ივლისი, 2025.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს, 10 ივლისს, განაცხადა, რომ მალაიზიაში რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს აშშ-მა და რუსეთმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალი იდეები გაცვალეს.

„ვფიქრობ, ეს ახალი და განსხვავებული მიდგომაა, - უთხრა რუბიომ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ. - ამას მშვიდობის გარანტიას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გადავცემ“. დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

რუბიომ დასძინა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „იმედგაცრუებულია იმით, რომ რუსეთის მხარემ მეტი მოქნილობა არ გამოიჩინა“ კონფლიქტის დასასრულებლად.

რუბიოსა და ლავროვის მოლაპარაკებები კუალა-ლუმპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ყოველწლიური რეგიონული ფორუმის ფარგლებში ჩატარდა. ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე შეხვედრა, რომელიც რუბიოს მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩატარდა, თუმცა მათ რამდენჯერმე ტელეფონითაც ისაუბრეს.


ასევე ნახეთ:

ფორუმი

XS
SM
MD
LG