პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეუჩერა ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება, რაც პენტაგონის მარაგების შემცირებით გამოწვეულ საფრთხეს და სიტუაციის შეფასების აუცილებლობას დაუკავშირეს.
7 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერი დარტყმების ქვეშაა, უამრავი ადამიანი იღუპება, ამიტომ საჭიროა თავი დაიცვას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ თქვა, რომ იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით, რომელიც არ შეჩერდა.
ასევე ნახეთ ტრამპმა პუტინთან საუბრისას უკრაინაში ომის დასასრულებლად პროგრესს ვერ მიაღწია ასევე ნახეთ განვიხილეთ ცის დაცვა - ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბარზეშეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 4 ივლისს მორიგი სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად პროგრესს ვერ მიაღწია. ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს.
რუსეთის არმია ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სახმელეთო შეტევებითაც ცდილობს ახალი რაიონების დაპყრობას.
გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება შესაძლოა, განაახლოს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის და უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის შეხვედრების შემდეგ, რომლებიც ამ და მომავალ კვირაში რომსა და კიევშია დაგეგმილი.