მოსამართლე გალუსტაშვილმა სხდომა პროცედურული საკითხების განხილვით დაიწყო.
„წესით, სანამ შუამდგომლობის საკითხს დააყენებდით, უნდა მიმხვდარიყავით, რომ რაღაცის თქმა მენდომებოდა", - შეაწყვეტინა გალუსტაშვილს ცხადაძემ სიტყვა და განაგრძო: "სრულიად ნეგატიური დამოკიდებულებისგან დაცლილმა მინდა ვკითხო პროკურორებს, მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში?“
ასევე ნახეთ სამი პატიმრის სამი მშობელი - ისინი, ვინც შვილების პატიმრობისას გარდაიცვალნენ„გისამძიმრებთ ნამდვილად“, - თქვეს პროკურორებმა.
პროკურორები: ვახტანგ ცალუღელაშვილი (მარცხნივ) და ვაჟა თოდუა
„გაიხარეთ, მადლობა“, - ირონიით უპასუხა ონისე ცხადაძემ პროკურორებს და განაგრძო: „მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმ ასაკში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია...
სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო...
ვიდეოც არსებობს, სერიული მკვლელია, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ, როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი.
ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ, არ გაპატიოთ.
მოვა დრო, მოსამართლიდან დაწყებული, იქ რომ ბიჭი ზის [სხდომის მდივანი - რ.თ.] და ჰგონია არაფერ შუაშია, პასუხს აგებთ“.
ნახატი სასამართლო სხდომიდან: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი (მარჯვნივ) და სხდომის მდივანი
„იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ.
გინდათ მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი?
ციხეში გავიგე, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს...
რომელიმე არ ფიქრობთ ამაზე?
ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?!
ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს, ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა...
ეს რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება.
ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს... ამათმა [პროკურორები - რ.თ.] ეს რა იციან“.
ამ დროს მოსამართლემ ონისე ცხადაძეს სიტყვა შეაწყვეტინა:
„მესმის, თქვენ რა მდგომარეობაში ხართ, ძალიან არ მინდა შეგაწყვეტინოთ, კორექტულობის ფარგლებში...“
ასევე ნახეთ 11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)ონისე ცხადაძე: „გესმით ჩემი?! მამათქვენი როგორ არის, ცოცხალი გყავთ მამა?
მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი. ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს“.
ასევე ნახეთ გისოსებს მიღმა - როგორ მოხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეში (ამჯერად)ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ბოლო თვეებია პატიმრობაში არიან. მათ ბრალი წაუყენეს პროევროპულ აქციებში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ასევე ნახეთ მოწმე პოლიციელები „ჯგუფური ძალადობის“ საქმიდან - რა გავარკვიეთ მათი დაკითხვით