ოდესაში საჰაერო განგაში 3 ივლისს, ღამის ორი საათის შემდეგ გამოცხადდა.
ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, განსაკუთრებით ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსი. მისი ერთი სადარბაზოს სამი ზედა სართული დამწვარია. ჰოსპიტალიზებულია სამი დაშავებული.
ტრუხანოვის ცნობითვე, მაშველებმა გადაარჩინეს კორპუსის ზედა სართულებზე ბლოკირებული ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ოდესის მერის თანახმად, მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო იმდენად დაზიანებულია, რომ იქ ყოფნა სახიფათოა.
განახლება: უკრაინის საგნგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარმა მოიცვა 9-სართულიანი სახლის ბოლო სამი სართული. დაშავდა 4 ადამიანი. მაშველების მიერ ევაკუირებულია კორპუსის 50 მცხოვრები, მათგან 10 სპეციალური ტექნიკის დახმარებით.
ასევე ნახეთ გაეროს მონაცემებით, 6 თვეში უკრაინაში დაიღუპა თითქმის 1000 სამოქალაქო პირიგასულ თვეში, ივნისში რუსეთის ჯარებმა ოდესაზე დრონებით რამდენიმე მასირებული შეტევა მიიტანეს. დაიღუპა 10-მდე ადამიანი და 50-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა სახლები, სამშობიარო სახლის შენობა, ოდესის კინოსტუდია და წმინდა სოფიას სახელობის ტაძარი.