გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ იჟევსკში დრონებით დაარტყეს ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლს“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა თანახმად, სამიზნემდე მანძილი 1300 კილომეტრზე მეტია. მათივე ინფორმაციით, დაფიქსირებულია, რომ სულ მცირე ორი დრონი მოხვდა ქარხნის შენობებს, სადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკის დედაქალაქ იჟევსკზე დრონებით შეტევა 1 ივლისს, დილით განხორციელდა.
რესპუბლიკის მეთაურმა, ალექსანდრ ბრეჩალოვმა დაადასტურა დარტყმა „ერთ-ერთ საწარმოზე“, საიდანაც მისივე ცნობით, ევაკუაცია გახდა საჭირო.
ბრეჩალოვის ტელეგრამ-არხზე დღის სამი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და ჰოსპიტალიზებულია 35, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე ნახეთ დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკზე, სადაც „კალაშნიკოვის“ ქარხანაცაატელეგრამ-არხი Astra თავიდანვე იუწყებოდა, რომ დრონებით დარტყმის სამიზნე იყო ელექტრომექანიკური ქარხანა „კუპოლი“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ეს ქარხანა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აწარმოებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, „ტორს“ და „ოსას“ და უპილოტო საფრენ აპარატებს, „გარპია“. იჟევსკის ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის ნოემბერშიც.
„კუპოლი“ აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუსულ საწარმოებს შორისაა.
ასევე ნახეთ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების მწარმოებლებსიჟევსკი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. ქალაქში განთავსებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არაერთი საწარმო, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, მართვადი საარტილერიო ჭურვების და სხვა იარაღის მწარმოებელი კონცერნის, „კალაშნიკოვის“.