„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები - ეს არის, მათ შორის, ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი. კეთილსინდისიერება არის მთავარი. ზოგადად, როცა საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა: კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა, პროფესიონალიზმი. თუმცა კეთილსინდისიერება არის უმთავრესი პრიორიტეტი, გამომდინარე იქედან, რომ პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად არ უდგები საქმეს, პროფესიონალიზმს არ აქვს არავითარი ფასი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა. თუმცა სამი დღის წინ „ქართული ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი შეიცვალა: ლევან დავითაშვილის ნაცვლად დაინიშნა მისი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
ასევე ნახეთ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილმა ლევან დავითაშვილი შეცვალაუფრო ადრე, 21 ივნისს კი, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.
ასევე ნახეთ სუსმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავალევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა კორუფციის ბრალდებით რომეო მიქაუტაძის დაკავებიდან სამი დღის შემდეგ დატოვა. მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, ხოლო პირველი მოადგილის თანამდებობას - 2022 წლის 30 დეკემბრიდან. ის ამ პოსტზე 2024 წლის 11 თებერვლამდე იყო, მათ შორის დავითაშვილის მოადგილედ.
23 ივნისს ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, დაიკითხება თუ არა ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძის საქმეზე. „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა პასუხად განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარებოდა დავითაშვილის პატიოსნებაში.