კანონპროექტი „ქართლმა ოცნებამ“ დაჩქარებული სახით მიიღო.
კანონის ამოქმედების შემდეგ „ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა“ დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რომელშიც წერია:
- სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან ნაფიცი მსაჯულის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ამავე საკანონმდებლო პაკეტით სულ მცირე ორჯერ გაუზარდეს მოსამართლეებს ხელფასი.
ასევე ნახეთ სადავო პარლამენტმა მოსამართლეებს ხელფასები გაუორმაგა„ქართული ოცნება“ საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად სულ უფრო და უფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. 2025 წლის თებერვალში მიიღო კანონი, რომლითაც ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა თანამდებობის პირების მიმართ შეურაცხყოფა - ეს წესი კი გაავრცელა სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებსა და კომენტარებზე.
ასევე ნახეთ „ოცნებაზე“ სტატუსებისთვის ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკოსები სასამართლოში დაიბარესამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კი მოსამართლეებს განსაკუთრებულ პირობებში აყენებს და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას სისხლის სამართლის წესით ხდის დასჯადს.
ასევე ნახეთ მოსამართლეების ხელფასი იზრდება - ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად