ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ ხალხს მიულოცა ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე „გამარჯვება“.
აიათოლა ხამენეის ვიდეომიმართვა დღეს, 26 ივნისს გავრცელდა.
ხამენეის განცხადებით, „სიონისტური რეჟიმი“(ისრაელი) სრულ განადგურებას გადაარჩინა ომში „ამერიკული რეჟიმის“ ჩართვამ, მას კი ამისთვის „სილა გააწნეს“ კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დარტყმით.
ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის თანახმად, აშშ თავისი განცხადებებით განზრახ ზრდის ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებულ ზიანს, რომელიც, ხამენეის თქმით, არსებითი არ არის და ცდილობს დააკნინოს კატარის ბაზაზე ირანის დარტყმით მიყენებული ზიანი.
ასევე ნახეთ ირანმა ერთი კვირის დაგვიანებით დაადასტურა გენერალ შადმანის სიკვდილი ასევე ნახეთ CIA-ს დირექტორი: ირანის რამდენიმე ძირითადი ბირთვული ობიექტი დანგრეულია- ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
- 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც ირანმა უპასუხა დარტყმით კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
- ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- 24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
- ისრაელმა სამხედრო ოპერაციის შედეგად შესრულებულად გამოაცხადა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების მიზანი.
- ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ირანში დაიღუპა, სულ მცირე, 627 ადამიანი და 4870-ზე მეტი დაიჭრა.
- ისრაელის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის შედეგად ისრაელში დაიღუპა 28 და დაიჭრა 3000-ზე მეტი ადამიანი.