„საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს მორალური პასუხისმგებლობა, შეაჩეროს ომის ტრაგედია, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაიქცევა“, - თქვა მან.
მისი სიტყვებით, ვერცერთი შეიარაღებული გამარჯვება ვერ აანაზღაურებს დედების ტკივილს, ბავშვების შიშს, მოპარულ მომავალს. ამიტომ:
''დაე, დიპლომატიამ გააჩუმოს იარაღი, ერებმა კი მშვიდობისკენ ძალისხმევით დასახონ საკუთარი მომავალი და არა ძალადობითა და სისხლიანი კონფლიქტებით", - დასძინა მან.
ლეო XIV ამბობს, რომ ამ დრამატულ სცენარში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას მოიცავს, დიდია რისკი, რომ დავიწყებას მიეცეს მოსახლეობის ყოველდღიური ტანჯვა, განსაკუთრებით ღაზასა და სხვა ტერიტორიებზე, სადაც ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების გადაუდებელი საჭიროება არსებობს.
21-22 ივნისის ღამით აშშ-ის სამხედროებმა ირანის ბირთვული პროგრამის სამ ძირითად ობიექტს - ფორდო, ნათანზსა და ისპაჰანს - შეუტიეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ობიექტი განადგურებულია და თეირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს