მან დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება.
„ამ დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მათ ექნებათ გრძელვადიანი შედეგები. გაეროს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და კრიმინალური ქმედებით. გაეროს წესდების და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის ლეგიტიმური პასუხის უფლებას იძლევა“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
არაღჩის სიტყვებით, ირანი იტოვებს ყველა შესაძლებლობას თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად.
აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ასევე ნახეთ აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა