ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ვებსაიტი Kavkaz.Realii, რომლის მიხედვითაც, დაღესტნის უკიდურეს სამხრეთ წერტილსა და ირანის საზღვარს შორის მანძილი 165 კილომეტრია.
„როსპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ რესპუბლიკაში რადიაციული სიტუაცია სტაბილურია და, რომ ბუნებრივი გამა-ფონის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ასევე ცნობილია, რომ გაზომვა ყოველ ორ საათში ერთხელ კეთდება.
ასევე ნახეთ “ეს არის დიდი რეგიონული ომის დასაწყისი” - რა შეიძლება მოჰყვეს ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
დარტყმები ასევე განხორციელდა ათობით საკვანძო ობიექტზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვებ სადგურებზე, სამხედრო ბაზებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე.
ისრაელმა ასევე ორი დარტყმა განახორციელა ირანის მიწისქვეშა ურანის გამდიდრებაზე მომუშავე ქარხანაზე. ირანული მედია ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ამ ტერიტორიაზე ისრაელის დრონი ჩამოაგდო. ობიექტის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა.
ასევე ნახეთ ისრაელში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანიირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ივნისის საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა.
თეირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში 15 ივნისს, გამთენიისასაც მიიტანა.