სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით 28 მაისს დაწერა, რომ უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მოთხოვნაა, დასავლეთის ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, რაც ოფიციალურად ნიშნავს ალიანსში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიღების გამორიცხვას.
29 მაისს ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში კელოგს ჰკითხეს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, პუტინს უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ დაჰპირდეს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
ასევე ნახეთ Reuters: პუტინი მოითხოვს გარანტიას, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ნატოში არ მიიღებენაშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს ნატოს გაფართოება სამართლიანად აშფოთებს, ამ საკითხს ყოველთვის დააყენებს და საუბრობს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვის შესახებაც. კელოგის თანახმად, ამერიკული მხარის პოზიციაა, რომ რუსეთის საზღვრებამდე ნატოს გაფართოების შეჩერების საკითხის განხილვა შესაძლებელია.
კით კელოგმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგში არ დგას ნატოში უკრაინის მიღების საკითხი და ასეთივე პოზიცია აქვს ალიანსის კიდევ, სულ მცირე, ოთხ სახელმწიფოს. ნატოში ახალი ქვეყნის მიღებას 32-ვე წევრის თანხმობა სჭირდება.
ასევე ნახეთ კელოგმა „უგუნური“ უწოდა მესამე მსოფლიო ომის შესახებ მედვედევის განცხადებას ასევე ნახეთ პუტინი: მნიშვნელოვანია, ჩვენი კონტინენტი ვაქციოთ მშვიდობის, სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების სივრცედნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად სწორედ ეს გამოიყენა.
საქართველოს და უკრაინას ნატოში ინტეგრაციის მიზანი თავიანთი კონსტიტუციებით აქვთ გამყარებული.
„ქართული ოცნების" მთავრობა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაუარესებული აქვს, ნატოს წევრობის საკითხზე საჯაროდ პრაქტიკულად, აღარ საუბრობს.
ასევე ნახეთ ნატოს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს შესახებ წინა წლის მსგავსი ჩანაწერი