საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი განცხადება იმის ხაზგასმით იწყება, რომ ისინი ქართველ ხალხს მიმართავენ:
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს მივმართოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილით და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა”.
ასევე ნახეთ “ვაიმარის სამკუთხედი”: მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგიხალხის მისწრაფებების მხარდაჭერასთან ერთად, სამი ლიდერი გმობს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რომლებმაც დემოკრატიის უკუსვლა მოიტანა შედეგად:
“მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე”.
ასევე ნახეთ გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მომიტინგეებისა და ოპოზიციონერების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირსმაკრონი, მერცი და ტუსკი ჩამოთვლიან ნაბიჯებს, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას:
“გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”.
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების განცხადება ასე სრულდება:
“საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”.
"ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების ლიდერებს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის შემდეგაც არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის" გამო და მოუწოდებიათ მისთვის "მოქმედებათა კურსის შეცვლის", ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და რეფორმების განახლებისკენ.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი ქართველ ხალხზე "სამარცხვინო თავდასხმას" უწოდებს მაკრონის, ტუსკისა და მერცის ერთობლივ განცხადებას ასევე ნახეთ უკრაინის საელჩო ულოცავს საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს