საქართველო ამჯერადაც ვენეციის არქიტექტურული ბიენალეს მიღმა დარჩა

Your browser doesn’t support HTML5

2025 წელს არქიტექტორი, არქიტექტურული სტუდია Idaaf Architects-ის დამფუძნებელი ნანა ზაალიშვილი ქართული არქიტექტურის ისტორიაში პირველი ქართველია, რომლის ნამუშევარიც ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე კურატორის სექციაში გამოსაფენად მიიწვიეს.

პროექტი, რომელიც მან წაიღო საქართველოდან, ქართულ ალიზს შეეხება - ეს არის მრავალწლიანი და ჯერაც მიმდინარე კვლევა, მიწით მშენებლობის ტრადიციის და მისი თანამედროვე არქიტექტურაში გადმოტანის პოტენციალზე.

საქართველოს კულტურის სამინისტროს 2025 წელს ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე ადგილობრივი ნამუშევარი არ წარუდგენია - უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოშიც იყო ხელოვანებს შორის საკუთარი შემოქმედების გლობალურ აუდიტორიასთან გატანის და ახალი კულტურული კავშირების გაბმის საშუალება, წელს ქართული სახელმწიფოსთვის სრულიად უმნიშვნელო გახდა - ეს მოცემულობა კიდევ უფრო საყურადღებოა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტისა და კრიტიკული არტისტების დევნის კონტექსტის გათვალისწინებით.