ტრამპი: „პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის!“

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებზე.

„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასიათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს გაუთავებელი „სისხლის ღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე და დასძენს: „გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“

ასევე ნახეთ მაკრონმა „არასაკმარისი“ უწოდა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე პუტინის შეთავაზებას

ანალიტიკოსები წერენ, რომ რთულია განსაზღვრა, თუ რას ეხმიანება ტრამპი - უკრაინის მოკავშირეების კოლექტიურ მოთხოვნას 30-დღიანი ზავის შესახებ, თუ პუტინის შეთავაზებას, უკრაინასთან სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებაზე.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

ასევე ნახეთ პუტინი უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.

ასევე ნახეთ კიევში შეკრებილი ლიდერები ტრამპს ტელეფონით ესაუბრნენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე