Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში შეკრებილი ლიდერები ტრამპს ტელეფონით ესაუბრნენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე


დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის ლიდერები კიევში 10 მაისს ჩავიდნენ.
დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის ლიდერები კიევში 10 მაისს ჩავიდნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია კიევში შეკრებილი ევროპელი ლიდერებისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ.

სიბიჰას ცნობით, მათ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.

„უკრაინა და მისი მოკავშირეები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, რომლის დაწყებაც ორშაბათიდანვე შესაძლებელია“, - წერს ანდრიი სიბიჰა.

მისივე თქმით, „თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგი უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ ამან შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადოს“.

ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოლაპარაკებების პასუხად რუსეთი ითხოვს ამ შემთხვევაში უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებაც შეწყდეს; ამერიკის საელჩო უკრაინაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელად მასშტაბურ თავდასხმებზე აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG