რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია

ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები უკრაინის ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებზე რუსეთის თავდასხმის შესახებ. ფოტო - 1 მაისი, 2025 წელი.

კიევში, ღამით, რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - ორი ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება. თავდასხმას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მოედო ბინას, საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე და ამავე კორპუსის სახურავს. დრონების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა კერძო სახლებში. ქუჩებში დაიწვა 7 ავტომობილი.

მსხვერპლია ხარკოვის ოლქში. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მორიგ თავდასხმას, სულ ცოტა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დასახლებული პუნქტების მიმართულებით რუსეთმა შეტევა მიიტანა 11 მართვადი ავიაბომბით, 18 საავიაციო რაკეტითა და სხვადასხვა ტიპის 17 დრონით.

ასევე ნახეთ

მედვედევი: 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, კიევში შეიძლება 10 მაისი არ დადგესზელენსკი: წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა კიევს ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული რაკეტით დაარტყაუკრაინაზე მასირებული შეტევის გამო ზელენსკი ნაადრევად დაასრულებს სამხრეთ აფრიკაში ვიზიტსკიევის მერმა 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადაკიევში დიდი მსხვერპლია, რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მასირებული იერიში მიიტანა