რუსეთის ექს-პრეზიდენტი, ახლა კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ თუ 9 მასის თავდასხმა იქნება, შესაძლოა უკრაინის დედაქალაქ კიევში „10 მაისი არ დადგეს“. ასე გამოეხმაურა მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც შეეხებოდა 9 მაისს მოსკოვში მყოფი სხვა ქვეყნის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვას.
„უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“, - განაცხადა მედვედევმა.
კრემლმა 28 აპრილს გამოაცხადა, რომ „გამარჯვების 80 წლისთავთან“ დაკავშირებით ცეცხლი შეწყდებოდა სამ დღით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის ინიციატივას სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თეატრალურ დადგმას უწოდებს და ამის ნაცვლად მოითხოვს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას, შეერთებული შტატების შემოთავაზებული სტრატეგიის შესაბამისად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნის დროს რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიას ის ვერ გასცემს.
„ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კრემლი საიუბილეო, მეოთხმოცე „9 მაისისთვის“ მოსკოვში ელოდება, ოცამდე ქვეყნის ლიდერების ვიზიტს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, აღლუმს დაესწრებიან ჩინეთის, ბელარუსის, ბრაზილიის, კუბის, ვენესუელის, ბურკინა-ფასოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, სლოვაკეთისა და სერბეთის ლიდერები.
ფორუმი