Reuters-ის ექსკლუზივი: აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავეს

Reuters-ი ამ ინფორმაციას აქვეყნებს სამ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემუშავება დასრულდა. ეს სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციაა.

არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხება საბანკო და ენერგეტიკულ სფეროებს, მათ შორის სამიზნეების ჩამონათვალშია რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, რომლებიც ჩართული არიან ბუნებრივი რესურსების მართვაში.

Reuters-ი ამ ინფორმაციას აქვეყნებს სამ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ომს ემსხვერპლა ასიათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევიაუკრაინის აღდგენის ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება. ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება - შმიჰალი ზელენსკი: წიაღისეული შესახებ შეთანხმება სამართლიანია და ის რატიფიკაციისთვის რადას წარედგინებამედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია თანახმაა უკრაინას 50 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდოსკრემლის 3-დღიანი ზავი, ტრამპის 100-დღიანი ძალისხმევა და ამერიკელების 61%, რომლებსაც რუსეთ-უკრაინის ომი აღელვებთ„ისევ მანიპულაციის მცდელობა", - ზელენსკი პუტინის მორიგ ზავზე