აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ზე წვრთნებისა და მოვლის პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

საილუსტრაციო ფოტო: F-16-ის ტიპის გამანადგურებელი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ცნობით, დამტკიცდა პაკეტი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მოვლის მიყიდვაა გათვალისწინებული. სავარაუდო ღირებულება $310,5 მილიონია.

„ეს მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით“, - წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ომს ემსხვერპლა ასიათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.

ასევე ნახეთ

უკრაინის აღდგენის ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება. ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება - შმიჰალი სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე აშშ მიდგომას ცვლის"სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმება" - რა წერია დოკუმენტშიზელენსკი: წიაღისეული შესახებ შეთანხმება სამართლიანია და ის რატიფიკაციისთვის რადას წარედგინებაუკრაინამ გამოაქვეყნა გარანტიები, რომლებსაც სასარგებლო წიაღისეულზე აშშ-თან შეთანხმებით იღებს