გამწვანების აქცია „9 აპრილის“ ბაღში

Your browser doesn’t support HTML5

6 მაისს წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში „9 აპრილის“ ბაღში წითელი ჯვრის საზოგადოებამ გამწვანების აქცია გამართა. აქციის ფარგლებში მოხალისეებმა დარგეს ყვავილები და გაავრცელეს ბუკლეტები კლიმატის ცვლილების შესახებ. ღონისძიება მიზნად ისახავდა როგორც ქალაქის გამწვანებაში წვლილის შეტანას, ასევე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსახლეობამდე მიტანასა და ცნობიერების ამაღლებას.