დევნილთა გამოსახლების პროცესი განახლდა

დევნილების გამოსახლება სტუდქალაქიდან

დღეს დილიდან თბილისში განახლდა სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი. განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია შეიქმნა ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციელთა ალყაში მოექცა. მათ უშუალოდ ტერიტორიაზე შესვლის ნება არ დართეს დევნილთა ნათესავებს, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს. წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს 10-მდე დევნილი, მათ შორის 4 ქალი. დევნილთა იძულებით გამოსახლება დღეს კვლავ გააპროტესტეს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.