გაიმართა სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნის მხარდამჭერი აქცია
კიკვიძის ბაღში გაიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მხარდამჭერი აქცია. გია თვალავაძე სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბრალდებას არ ეთანხმებიან დაკავებულის ახლობლები. მათ გამოძიებასთან კითხვები აქვთ. გამოძიების თანახმად, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ბრალდების მიხედვით, ის არ ახდენდა რეაგირებას მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემის გამო შესულ შეტყობინებებზე. გია თვალავაძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ახლობლები იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ ოქტომბერს გაიმართება, განაჩენს შეცვლის.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს