„ვარდების რევოლუცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიჯნა ქვეყნის ცხოვრებაში“
23 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო პოლიტიკოსი, პუბლიცისტი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს უახლოეს ისტორიაში პროგრესული, გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა იყო. იგი ამბობს, რომ პრაქტიკულად შეუმდგარ, ინსტიტუციურად მოშლილ სახელმწიფოში რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსების თაობა, რომელმაც სერიოზული რეფორმები გაატარა. დავით ზურაბიშვილის შეფასებით, განსაკუთრებულად წარმატებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცების, გადასახადების ამოღების, პოლიციის რეფორმა, მნიშვნელოვანი იყო ასევე საჯარო სამსახურის საკადრო პერსონალის განახლება, თუმცა პროგრესულ ნაბიჯებს ჩრდილი მიაყენა ავტორიტარულმა მართვამ, ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელმა ნაბიჯებმა, ექსპერიმენტებმა საზოგადოებაზე, ხალხის გადაკეთების მცდელობამ და სხვა. დავით ზურაბიშვილმა „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს ხედვა დღესაც აქტუალურია ქვეყნისთვის, ამიტომ „ვარდების რევიოლუციის“ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა თუ დანაშაულებების გათვალიწინებით, არჩევნების გზით, საჭიროა ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ის ადამიანები, ვისაც ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენების მკაფიო ხედვა აქვთ.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?