Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი ისევ წავიდა! ვმსჯელობთ განათლების პრობლემებზე - გოტა ჭანტურია


გადმოწერა

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მეცხრედ შეიცვალა განათლების მინისტრი - ამჯერად პოსტზე პოლიციის პოლკოვნიკი, გივი მიქანაძე დაინიშნა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, ოცნების მმართველობაში პოლიციის აკადემიის რექტორი და პარლამენტის წევრი.

განათლების მინისტრების ხშირი ცვლა საქართველოსთვის სიახლე არ არის - ამ პოსტზე ზოგიერთი ერთი თვითაც დანიშნულა - მინისტრების ცვლილებას თან სდევს საუბრები "რეფორმაზე" და ქაოსური ინიციატივები, რაც შედეგზე ორიენტირებულ გრძელვადიან პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ამჯერად განათლების მინისტრის ცვლილება სამთავრობო ცვლილებების ნაწილია - წინა პრემიერის დროინდელ მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ პოსტებს და მათ ადგილს იკავებენ საჯარო სამსახურში გამოცდილი კადრები მრავალფეროვანი და ეკლექტური გამოცდილებით.

განათლების სპეციალისტ გოტა ჭანტურიასთან ერთად ვიმსჯელებთ საკადრო ცვლილებების შინაარსზე, ძველ და ახალ პრობლემებზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლოა ახალი მინისტრის ხელით განხორციელდეს - გოტა არის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, განათლების პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი და წევრი მოძრაობისა სოციალური დემოკრატიისთვის.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG