ევროპარლამენტში ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს
ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია. რეგულაციას, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა. ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, 28 მარტიდან შეძლებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ცნობა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში 8 მარტს გამოქვეყნდება განახლებული რეგულაცია, ხოლო. გამოქვეყნებიდან 20-მდე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?