ზომიერმა შიიტმა სასულიერო პირმა, 64 წლის ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში. როჰანის მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 50,68-მა პროცენტმა. მან დიდი უპირატესობით გაუსწრო დანარჩენ ხუთ კანდიდატს. მეორე ადგილზე გასულმა თეირანის მერმა მოჰამად ბაქარ ყალიბაფმა ხმათა 16 პროცენტი მოაგროვა. შაბათს საღამოს, როცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელევიზიით გამოაცხადა არჩევნების შედეგები, თეირანისა და ირანის სხვა დიდი ქალაქების ქუჩები როჰანის მხარდამჭერებით გაივსო.
ირანელები ზეიმობენ ჰასან როჰანის გაპრეზიდენტებას

1
თეირანი. ჰასარ როჰანის მხარდამჭერები თავიანთი ფავორიტის გამარჯვებას ზეიმობენ.

2
საარჩევნო უბნიდან გამოსული ჰასან როჰანი ესალმება თავის მომხრეებს.

3
კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისთანავე თეირანის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა.

4
ჰასან როჰანის მომხრეები თეირანის ქუჩებში.

5
ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ხმის მიცემისას.

6
ჰასან როჰანის მხარდამჭერები თეირანის ვანაკის მოედანზე 15 ივნისს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

7
თეირანელები ჰასან როჰანის გამარჯვებას ზეიმობენ.

8
თეირანელები ჰასან როჰანის გამარჯვებას ზეიმობენ.

9
ჰასან როჰანის ერთ-ერთი მხარდამჭერი ახალარჩეული პრეზიდენტის ნიღბით თეირანის ვანაკის მოედანზე.

10
თეირანელები ჰასან როჰანის გამარჯვებას ზეიმობენ.