ზომიერმა შიიტმა სასულიერო პირმა, 64 წლის ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში. როჰანის მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 50,68-მა პროცენტმა. მან დიდი უპირატესობით გაუსწრო დანარჩენ ხუთ კანდიდატს. მეორე ადგილზე გასულმა თეირანის მერმა მოჰამად ბაქარ ყალიბაფმა ხმათა 16 პროცენტი მოაგროვა. შაბათს საღამოს, როცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელევიზიით გამოაცხადა არჩევნების შედეგები, თეირანისა და ირანის სხვა დიდი ქალაქების ქუჩები როჰანის მხარდამჭერებით გაივსო.
ირანელები ზეიმობენ ჰასან როჰანის გაპრეზიდენტებას

11
თეირანელები ჰასან როჰანის გამარჯვებას ზეიმობენ.

12
ახალგაზრდა თეირანელი ქალი ჰასან როჰანის პორტრეტით ხელში.

13
თეირანელები ჰასან როჰანის გამარჯვებას ზეიმობენ.

14
ჰასან როჰანის მომხრეები ერთმანეთს ულოცავენ თავიანთი რჩეულის გამარჯვებას.

15
როჰანის მომხრეები თავიანთი ფავორიტის პორტრეტთან კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

16
თეირანელი ქალი როჰანისა და მისი მხარდამჭერი რეფორმატორი პოლიტიკოსების პორტრეტებით.

17
ჰასან როჰანის მომხრეები თეირანის ვალი ასრის ქუჩაზე.

18
ჰასან როჰანი ესალმება თავის მხარდამჭერებს.