30 სექტემბერს საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. თავისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური საქართველოს კათოლიკეებისთვის წირვას აღავლენს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დაათვალიერებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, ხოლო 2 ოქტომბერს ბაქოში გაფრინდება. ვიზიტის პირველ დღეს ფრანცისკემ სიტყვა წარმოთქვა პრეზიდენტის სასახლეში, ესტუმრა საპატრიარქოსა და მოინახულა აღმოსავლეთის ქალდეური ეკლესია.
რომის პაპი საქართველოში
1
საქართველოსა და ვატიკანის სახელმწიფო დროშები თვითმფრინავზე, რომლითაც თბილისში ჩამოფრინდა რომის პაპი ფრანცისკე.
2
პაპი ფრანცისკე თვითმფრინავის ტრაპზე.
3
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს აეროპორტში დახვდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
4
თბილისის აეროპორტში პაპს რიგითი მოქალაქეებიც დახვდნენ.
5
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (მარცხნივ) და რომის პაპი ფრანცისკე თბილისის აეროპორტში.
6
საქართველოში რომის პაპის სტუმრობას ზოგი სიხარულით შეხვდა...
7
...ხოლო ზოგი - აგრესიულად.
8
რომის პაპმა სიტყვა წარმოთქვა პრეზიდენტის სასახლეში,
9
ფრანცისკე (მარცხნივ) და ილია მეორე საპატრიარქოში.
10
ფრანცისკე საპატრიარქოში გამართული მიღებისას.