30 სექტემბერს საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. თავისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური საქართველოს კათოლიკეებისთვის წირვას აღავლენს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დაათვალიერებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, ხოლო 2 ოქტომბერს ბაქოში გაფრინდება. ვიზიტის პირველ დღეს ფრანცისკემ სიტყვა წარმოთქვა პრეზიდენტის სასახლეში, ესტუმრა საპატრიარქოსა და მოინახულა აღმოსავლეთის ქალდეური ეკლესია.
რომის პაპი საქართველოში

11
თბილისში, ქალდეველთა კათოლიკურ ეკლესიაში სტუმრობის დასასრულს რომის პაპმა ცაში გაუშვა თეთრი მტრედი.

12
წირვა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (1 ოქტომბერი).

13
რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (1 ოქტომბერი).

14
ფრანცისკე ემშვიდობება წირვაზე მისულთ.