მელანო სოხაძე შვეიცარიის კონფედერაციაში, ჟენევაში, ცხოვრობს. მხატვარია. ისწავლა ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში ჟენევაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მონაწილეობა მიუღია უამრავ გამოფენაში, თავისუფალია მხატვრული მასალის გამოყენებაში.დიდი ხანი არაა, რაც დაირქვა ხელოვანის ფსევდონიმი "მეიკო". ოქროპირ რუხაძესთან საუბარში მეიკო ამბობს, სახელი ყოველდღე შემიძლია ვიცვალო, მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ვაკეთებო. "უხილავი ფარდის" გადაცემაში - "უცხოეთში მცხოვრები ქართველი მხატვრები" - მელანო სოხაძესთან საუბრიდან შეიტყობთ, რომ ხელოვანმა „პატარა აფეთქება“ უნდა გამოიწვიოს მნახველში ყველგან, შვეიცარიაშიც და თბილისშიც, შეიტყობთ იმასაც, თუ რატომ დახატა ქრისტე ორფიგუროვანი, როგორ იწყებს მხატვარი ამა თუ იმ ნამუშევრის კეთებას და რა უბიძგებს მეიკო-მელანო სოხაძეს, შეუდგეს ახალ სამუშაოს
მელანო სოხაძის ნამუშევრები

1
Icon to be displayed. ინსტალაციის ფრაგმენტი. პროექტი შექმნის პროცესშია. 2015 წელი

2
The great magicians. ინსტალაციის ფრაგმენტი. პროექტი შექმნის პროცესშია. 2015 წელი.

3
გამოღვიძება. 2014 წელი

4
ერთის პოეზია. 2014 წელი

5
ჩემი ობობები. 2014 წელი

6
ერთის პოეზია. ინსტალაცია. 2014 წელი. თბილისი

7
ერთის პოეზია. ინსტალაცია. 2014 წელი. თბილისი

8
დღეს დაგეგმე ხვალისთვის. Passion for freedom. დოკუმენტური ფოტოგრაფია. 2010 წელი. გაერთიანებული სამეფო

9
Fresh cut. ვალენტინის დღე. 2011 წელი. შვეიცარია

10
Pushing the emptiness into the void. ვიდეო პერფორმანსი. 2008 წელი. შვეიცარია