მელანო სოხაძე შვეიცარიის კონფედერაციაში, ჟენევაში, ცხოვრობს. მხატვარია. ისწავლა ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში ჟენევაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მონაწილეობა მიუღია უამრავ გამოფენაში, თავისუფალია მხატვრული მასალის გამოყენებაში.დიდი ხანი არაა, რაც დაირქვა ხელოვანის ფსევდონიმი "მეიკო". ოქროპირ რუხაძესთან საუბარში მეიკო ამბობს, სახელი ყოველდღე შემიძლია ვიცვალო, მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ვაკეთებო. "უხილავი ფარდის" გადაცემაში - "უცხოეთში მცხოვრები ქართველი მხატვრები" - მელანო სოხაძესთან საუბრიდან შეიტყობთ, რომ ხელოვანმა „პატარა აფეთქება“ უნდა გამოიწვიოს მნახველში ყველგან, შვეიცარიაშიც და თბილისშიც, შეიტყობთ იმასაც, თუ რატომ დახატა ქრისტე ორფიგუროვანი, როგორ იწყებს მხატვარი ამა თუ იმ ნამუშევრის კეთებას და რა უბიძგებს მეიკო-მელანო სოხაძეს, შეუდგეს ახალ სამუშაოს
მელანო სოხაძის ნამუშევრები

11
ორშაბათი არასოდეს სრულდება. Digressions et détournements. ვიდეო. 2008 წელი. შვეიცარია

12
ხელოვანი. ფოტო დროის გარეშე. 2014 წელი

13
შენსავით მშვიდი, ჩემსავით დაძაბული. ინსტალაცია. Cumberto Space. 2007 წელი. საქართველო

14
შენსავით მშვიდი, ჩემსავით დაძაბული. ინსტალაცია. Cumberto Space. 2007 წელი. საქართველო

15
სველი წრე. დაიბადა საქართველოში. 2009 წელი. ნიდერლანდი

16
სველი წრე. დაიბადა საქართველოში. 2009 წელი. ნიდერლანდი

17
გზა არსაით. ვიდეო-პერფორმანსი. 2006 წელი, შვეიცარია

18
ისევ, ისევ. სხვა კავკასია. ინტერაქტიული პერფორმანსი. 2005 წელი, საქართველო