პრაღაში დააკავეს ჰაკერობაში ეჭვმიტანილი პირი
პრაღაში პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ის წინააღმდეგ ჰაკერობაში. პოლიციის პრესმდივანმა 18 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ გაუმხელიათ, ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში დააკავეს. ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად. პოლიცია იუწყება ასევე, რომ ეჭვმიტანილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ახლა ჩეხეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ექსტრადიციის საკითხზე. ვაშინგტონს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმების მოწყობაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას (ჩეხეთის პოლიციის ვიდეო).
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე