სახელისა და გვარების უკან ადამიანები დგანან - უკრაინაში მებრძოლი, „ბათუმელი მედროშე“, უმუშევარი მარტოხელა მამა, მარკეტერი, ექიმი, გეოფიზიკოსი, აქტივისტი - 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში, 46 ადამიანი დააკავეს. რა ვიცით მათ შესახებ? (სტატია რადიო თავისუფლების არქივიდან)
რადიო თავისუფლებამ გაანალიზა ფაქტები, სასამართლოს მასალები, ჩვენებები და საჯარო წყაროებში მისაწვდომი ცნობები 4 ოქტომბრის საქმეზე. ქვემოთ გიჩვენებთ, რა ირკვევა ამ მონაცემებით ბრალდებულთა პოლიტიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ პორტრეტზე? (მასალა რადიო თავისუფლების არქივიდან)
14:07 - ირაკლი ნადირაძის ადვოკატი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ „მისი დაცვის ქვეს მყოფი პარლამენტთან ელოდა დაკავებას და მიმალვის საფრთხე,დაუსაბუთებელიაა“.
მას მიაჩნია, რომ ამ საქმეზე საერთოდაც წარმოება უნდა შეწყდეს.
მისივე განცხადებით, სოციალური ქსელის ეპოქაში, რა უშლის ხელს ირაკლი ნადირაძეს, რომ დანაშაულებრივი მოწოდება გაავრცელოს თავის ფეისბუქზე, ციხიდან? - ანუ პატიმრობა ამ რისკს ვერ უზრუნველყოფს.
„კამერაში გამოკეტვა არ არი პასუხი იმ საფრთხეზე, რაზეც პროკურატყურა საუბრობს“.
14:14 - ლაშა ბერიძის ადვოკატი,რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება, წარდგენილი ბრალი.
„მხოლოდ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა ადამიანზე ხელის მოკიდება და გამოსვლა ვერ იქნება გამამტყუნებელი განაჩენისა და კაცის პატიმრობაში დატოვების საფუძველი“, - ამბობს ადვოკატი და საუბარს პროკურატურის მოწმეებზე იწყებს.
„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ბრალდებული მივიდა რომელიმე მოწმესთან, 135 მოწმესთან უნდა მივიდნენ და მოახდინონ გავლენა, რაც თეორიულადაც არასერიოზულია. თეორიულად მივედით ვისაც დაუზიანდა ქონება და რას ვეუბნებით, როცა მოხვალ თქვი, რომ ქონება არ დაგზიანებია? როგორ უნდა ვქნათ ეს, ჩვენების შეცვლისკენ მოვუწოდო? არალოგიკურია“, - ამბობს ადვოკატი.
ის მოითხოვს გირაოს, ნებისმიერი ოდენობით.

ფორუმი