Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

12:53 26.11.2025

12:49 - ბრალდებულები შემოიყვანეს, დამსწრეები ტაშით ხვდებიან.

12:59 26.11.2025

12:51- სასამართლო სხდომას ესწრებიან დაკავებულების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

„თმა გიხდება“, - ანიშნებს ირაკლი ნადირაძე დარბაზში მჯდომ ცოლს.

12:59 26.11.2025

12:52 - სხდომას 15 ადვოკატი ესწრება, დარბაზში 10 ბრალდებულიდან ცხრაა. მეათე ირაკლი შაიშმელაშვილია.

13:05 26.11.2025

12:53 - „სხდომის მიმდინარეობას მოძრაობა ხელს შეუშლის სასამართლოს, ამიტომ თუ გაბრძანდებით, ვეღარ შემოხვალთ, იქამდე, სანამ არ გამოცხადება შესვენება ან სხდომა არ გადაიდება...ასეთი პრაქტიკით ვმუშაობთ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე“, - მიმართავს მოსამართლე ჟურნალისტებს, რომლებმაც სხდომის მიმდინარეობისას დარბაზიდან გასვლისა და დაბრუნების უფლება ითხოვეს.

ჟურნალისტები პროტესტს გამოხატავენ. მოსამართლე მოუწოდებს „დარბაზიდან ნუ საუბრობენ, რადგან ამის უფლება არ აქვთ“.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ცდილობს დაარწმუნოს მოსამართლე, რატომ უნდა მიეცეთ ჟურნალისტებს საინფორმაციო გამოშვებების დროს ჩართვებისთვის გარეთ გასვლის უფლება. მთავარი არგუმენტი ინფორმაციის გავრცელებაა.

„იქნებ გადახედოთ გადაწყვეტილებას... გაითვალისწინოთ საჯარო ინტერესი და უზრუნველყოთ, რომ დაკმაყოფილდეს....გვერდითი გზების ძიებას ხომ არ დავიწყებთ? კონცლაგერი ხომ არაა, რომ აქ ვიყოთ ჩაკეტილები და მერე გავიგოთ სხვა გზებით რა ხდება. მანდატურები თუ დადიან და კარს აღებენ, ეს ადამიანები ხმაურიანები არ არიან... იქნებ შეძლონ ამ ადამიანებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება“, - ამბობს შოთა თუთბერიძე.

სულ ექვსი ტელეჟურნალისტი ითხოვს სხდომათა დარბაზიდან გასვლისა და დაბრუნების უფლებას.

„მესმის ლოგიკა, რასაც ამბობთ, მაგრამ გავითვალისწინოთ მათი მდგომარეობა, ეს ადამიანები საქმეს ვერ გააკეთებენ უბრალოდ, თხოვნა იქნება, გავტესტოთ იქნებ მუშაობს ისე, რომ საქმის მიმდინარეობას ხელი არ შეეშალოს", - ამ შემთხვევაში მოსამართლეს ადვოკატი ბექა ბასილაია მიმართავს ირაკლი შვანგირაძეს.

„გასვლის უფლება აქვთ, რომ გავლენ, შემდეგ მოუწევთ დალოდებ შესვენებამდე“, - პოზიციას არ იცვლის მოსამართლე შვანგირაძე.

„ახლა უკვე გავდივარ ჩართვაზე, გამოდის, რომ მთელი სხდომა უნდა გამოვტოვო, თქვენ გვიზღუდავთ მუშაობის უფლებას“, - ამბობს ტვ პირველის ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია

მოსამართლე: გასვლის უფლება გაქვთ

ჟურნალისტი: მერე შემომიშვებთ?

მოსამართლე: არა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG