Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

19:00 26.11.2025

18:04 - პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სურს საქმეში დაიკითხოს სახალხო დამცველი, რომელმაც სატელევიზიო ეთერში თავად გამოხატა სურვილი იყოს მოწმე ამ საქმეზე.

აი რა თქვა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია პირველის ეთერში 24 ოქტომბერს:

„მე რამდენიმე დღის წინ მოვინახულე პაატა მანჯგალაძე და ვესაუბრე მას, პაატა ნორმალურად გრძნობს თავს. პაატას ადვოკატმა მომმართა მე განცხადებით და მისი სურვილი იყო ჩემთან შეხვედრა, სხვას არ მოუმართავს [4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს], თუ მომმართავენ აუცილებლად ვნახავ. თუ არ აქვს ადამიანს ჩემი ნახვის სურვილი ძალით... თუმცა თუ მას რაიმე პრობლემა ექნება, ესეც არ არის დამაბრკოლებელი, რომ პირადად მოვინახულო.

როდესაც 4 ოქტომბრის ამბები ხდებოდა და როდესაც პოლიტიკოსები ჩავიდნენ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ და შევიდა ადამიანების ჯგუფი, მოუწოდებდნენ, როგორც იყო... მე ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, კომენტარიც გავაკეთე მერე "პალიტრასთან", რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ყველაფრის შემყურე იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი ამ ყველაფერს რა მოყვებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ 3-4 ადამიანს თუ რაღაცა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა, ამას უამრავი ადამიანის პატიმრობა მოჰყვებოდა იმიტომ, რომ იქ შესვლა თავისთავად უკვე გულისხმობდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ეს სცენა, რომ ვნახე დავურეკე პაატა მანჯგალაძეს, იმ მომენტში როცა ვნახე რომ გადადიან ეს ადამიანები, მოანგრიეს ჭიშკარი, თუ ღობე და შედიან სასახლის ტერიტორიაზე, დავურეკე მე პაატა მანჯგალაძეს, რადგან ვისმენდი, რომ ის იყო ამ ყველაფრის საორგანიზაციო კომიტეტში და შეიძლება ითქვას, რომ მაგრად ვეჩხუბე. პაატასთან მაქვს ისე ურთიერთობა, ადამიანს რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, პარლამენტში კოლეგები ვიყავით, ვუთხარი - რას აკეთებთ, როგორ შეიძლება, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ამ ადამიანებს ხვალ რომ ყველას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გაუშვებენ ციხეში ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და პაატამ მითხრა, რომ ის აბსოლუტურად მეთანხმებოდა და არ იზიარებდა იმას რაც იქ ხდებოდა და რომ ეს ადამიანები სასწრაფოდ იყვნენ იქიდან გამოსაყვანი. ეს არის მისი სიტყვები და მე ამას იმიტომ ვამბობ საჯაროდ, რომ არ ვიცი მის ადვოკატს გამოადგება, თუ შეიძლება პაატას დასჭირდეს ჩემი ეს ახსნა-განმარტება, მე მზად ვარ რომ ეს სასამართლოზეც ვთქვა, მივცე ამის შესახებ ჩვენება, რომ პაატამ დამიდასტურა მე, რომ ის არ იყო ამ ყველაფრის მომხრე ტელეფონში როცა ვესაუბრებოდი და რომ ეს ადამიანები იქიდან გამოსაყვანიც იყო და არ იზიარებდა.

არა, არ მილაპარაკია ამაზე მასთან. უბრალოდ მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რადგან ადამიანს ასეთი მძიმე ბრალი აქვს წაყენებული და მე ასეთი რამე მითხრა, მე საჯაროდ ამის შესახებ ვთქვა, თუ ეს რამეში დაეხმარება, მის ბრალს შეამსუბუქებს, ან შეიძლება წინაპირობა გახდეს მისთვის გათავისუფლების, მე მზად ვარ რომ ამის შესახებ სასამართლოში ვისაუბრო“.

19:00 26.11.2025

17:52 - ადვოკატი ბექა ბასილაია მოითხოვს საქმეს დაერთოს ვიდეო, სადაც ასახულია მომღერალი უცნობი როგორ იჭრება სტრატეგიული ობიექტის ეზოში და აქვს მოთხოვნები: „ბავშვები გამოუშვით“.

„ამბავი არის ის, რომ მაუწყებლის ჟურნალისტზე იძალადეს და ამ მოძალადეების გათავისუფლებას მოითხოვდა...ჩვენ უცნობის გასამართლებას კი არ ვითხოვთ, გვინდა ვაჩვენოთ, რა ბედი ეწია მას, ექვსწლიანი მუხლი წარუდგინეს? არა, იმავე დღეს გაათავისუფლეს, რამდენიმე საათში...".

პროკურატურა მოითხოვს არ დაერთოს საქმეს აღნიშნული.

18:59 26.11.2025

17:47 - ადვოკატი ბექა ბასილაია მოითხოვს სასამართლოში დაიკითხოს მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე. პროკურატურა არ ეთანხმება მას და ამბობს, რომ „დაცვის მხარე კობახიძის დაკითხვას მხოლოდ პოლიტიკური განცხადების გამო ითხოვს" და ამიტომ ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამას გარდა, დაცვის მხარე სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის დაკითხვასაც ითხოვს. პროკურატურა ამჯერადაც წინააღმდეგია.

17:08 26.11.2025

17:04 - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის მტკიცებულებები დაურთო საქმეს, როგორც სადავო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG