“ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე. ქოცებმა გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს. იმედია, “ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. “არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში. ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამდე”, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
“ეს იყო სწრაფი გამარჯვების მცდელობა, ვაჟკაცური მცდელობა ბევრი ადამიანის… სპეცრაზმის კორდონს შევასკდი მანდ”, - განაცხადა ზოდელავამ “ტვ პირველის” ეთერში, 4 ოქტომბერს, ღამით. მისი განმარტებით, ეს "იყო ტრიგერი, იყო მცდელობა ცვენი სამხრეთული ხასიათის გამოყენებით, გააზრებით, რომ - იქნებ ასე გამოვიდეს", მაგრამ "არ გამოვიდა".
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად. ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, - ნათქვამია განცხადებაში.
უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს მოუწოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც ხალხს დამხობისა და ძალადობისკენ მოუწოდებს.
ფორუმი