Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

16:22 4.10.2025

პირდაპირი: საპროტესტო მსვლელობა


16:19 4.10.2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან საპროტესტო მსვლვლელობა დაიწყო თავისუფლების მოედნისკენ.

პარალელურად პოლიციამ გადაკეტა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა.

პარლამენტის გარშემო ამჟამად ქუჩები ცარიელია.

ყველა შესასვლელია დაკეტილია.

პარლამენტის გვერდითა შესასვლელი
პარლამენტის გვერდითა შესასვლელი
16:16 4.10.2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

14:55 4.10.2025

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG